Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
64

დღეს მსოფლიო ლიდერების მორიგი მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება. 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს თეთრ სახლში მიიღებს.

შეხვედრის მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთკავშირების გაძლიერებაა, თუმცა როგორც Deutshe Welle წერს, არსებობს სადავო საკითხებიც.

უცხოური მედიასაშუალებების ცნობით, მხარეები იმსჯელებენ დემოკრატიის საფრთხეებთან ბრძოლის მიზნით, ძალების გაერთიანებაზე, ისაუბრებენ რუსეთთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, კიბერშეტევებზე, ტერიტორიულ აგრესიასა და მისი გადაჭრის გზებზე.

შეგახსენებთ, კანცლერის რანგში ანგელა მერკელი შტატებს უკანასკნელად ეწვევა. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის სექტემბერის არჩევნების შემდეგ, ის მთავრობაში დარჩენას აღარ აპირებს.

“სანამ მისი ვადა ამოიწურება, მერკელი ბოლო ვიზიტით გაემგზავრება აშშ-ში, რომელიც, სავარაუდოდ, იქნება მისი ბოლო მნიშვნელოვანი მოგზაურობა საზღვარგარეთ. ორივე ქვეყანა ეძებს ტრანსატლანტიკური კავშირის გაღრმავებას მას შემდეგ, რაც ბაიდენის წინამორბედმა დონალდ ტრამპმა აშშ-ისთვის ცალმხრივი კურსი აიღო.” – წერს გამოცემა. 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

უკანასკნელი ვიზიტი კანცლერის რანგში: ჯო ბაიდენი ანგელა მერკელს თეთრ სახლში უმასპინძლებს

64
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
64
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული