„ეჰ, რაც ზვიადს გია კობახიძისთვის და მისი პარტიისთვის „კაგებეშნიკი“ უწოდებია, იმდენი სიცოცხლე და ჯანი არახამიას და ირაკლი კობახიძეს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა წერს.
აღნიშნული განცხადებით, უგულავა გუშინ მომხდარ ფაქტს ეხმაურება, რა დროსაც, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.
„პ.ს. გია კობახიძე, ყოფილი ვიცე სპიკერი, საჯარო პირია. „ქართული ოცნება“ დიდი ხანია უკვე ФСБ და ГРУ ინსტრუქციებით მოქმედებს.“ – წერს გიგი უგულავა.
ცნობისთვის, კობახიძის გაღიზიანება დავით არახამიას მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ დასმულ შეკითხვას მოჰყვა, როცა ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამამისის შესაძლო КГБ-შნიკობაზე ჰკითხა.
ამავე თემაზე: