ინტერნეტში ლეგენდარული ირლანდიური ჯგუფის U2 უძველესი ლაივკონცერტის ჩანაწერი ვრცელდება. U2-ს უძველესი აუდიოვერსია აქამდე 1980 წლით თარიღდებოდა. ახლა კი ფანებს საშუალება აქვთ 1979 წლის ლაივჩანაწერსაც მოუსმინონ. ინფორმაციას U2–ს ფანების საიტი ATU2–ს ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ჩანაწერი გაკეთებულია მაშინ, როცა ჯგუფი 1979 წლის 11 აგვისტოს ირნალდიაში, დუბლინში კონცერტს მართავდა. ჩანაწერი, რომლის არსებობის შესახებ ათწლეულების განმავლობაში არ იყო ცნობილი, გიტარისტმა Pete McCluskey გააკეთა:
„მოხარული ვარ, რომ ჩავწერე ეს შოუ, მე ამ დრომდე ვერ ვაცნობიერებდი, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ჩანაწერს ისტორიისთვის“, – ამბობს გიტარისტი.
შეიძლება რთული დასაჯერებელია, მაგრამ წელს ირლანდიური ჯგუფი U2, თავისი არსებობის 43-ე წელს აღნიშნავს. ამ ხნის განმავლობაში ჯგუფმა პოპულარობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიხვეჭა.
ჯგუფი ჩამოყალიბდა მაუნტ-ტემპლის სკოლაში, 1976 წელს, როდესაც მისი წევრები ახალგაზრდა დამწყები მუსიკოსები იყვნენ.
ამ დრომდე U2-ს გამოცემული აქვს 13 სტუდიური ალბომი. მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 170 მილიონზე მეტი დისკი. U2 მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ჯგუფად. მას მიღებული აქვს 22 „გრემი”. 2005 წელს ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრი გახდა. Rolling Stone-ის „ყველა დროის უდიდესი შემსრულებლების სიაში“ U2 22–ე ადგილს იკავებს.