Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
96

სირიაში რუსული თვითმფრინავის, Ил-20-ის ჩამოგდების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერს შორის საუბარი შედგა, რომლის დროსაც ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მიუხედავად მომხდარი ფაქტისა, აუცილებელია ქვეყნებს შორის სირიაში სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით კოორდინაცია გაგრძელდეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა ქვეყნებს შორის უსაფრთხოების საკითხებში კოორდინაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მანვე აღნიშნა, რომ ისრაელი მზდაა, რუსეთს ყველა ინფორმაცია მიაწოდოს, რომელიც ინციდენტის გამოსაძიებლად არის აუცილებელი. მანვე მზადყოფნა გამოთქვა, მოსკოვში ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი მიავლინოს.

ვლადიმერ პუტინმა ისრაელის პრემიერმინისტრს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების ოპერაციები სირიაში ხორციელდება სირიის სუვერენიტეტის დარღვევით. „ამ შემთხვევაში არ იყო დაცული რუსეთ-ისრაელის შეთანხმებები საშიში ინციდენტების თავიდან აცილების შესახებ, რის შედეგადაც, რუსეთის თვითმფრინავი მოჰყვა სირიის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების ცეცხლის ქვეშ“, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში. პუტინმა ისრაელის მხარეს მოუწოდა, მეტჯერ აღარ დაუშვას ასეთი სიტუაციები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

თვითმფრინავის ინციდენტზე ისრაელის პრემიერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

96
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
96
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული