Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
443

თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი მომავალ ტურისტულ სეზონამდე დაიხურა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

„მადლობა, რომ იმოგზაურეთ თუშეთის ეროვნულ პარკში, აღმოაჩინეთ და შეიყვარეთ უნიკალური ბუნება, უძველესი ისტორია და კულტურა! გელით მომავალ წელს, ახალ სეზონზე, ახალი თავგადასავლებისა და მოგონებების შესაქმნელად“, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

შეგახსენებთ, თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს და ეროვნულ პარკს მართავს თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, რომელიც მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. ქვემო ალვანში, ხოლო, საზაფხულო ადმინისტრაცია – თუშეთში, სოფ. ომალოში.

ეროვნულ პარკში მდებარეობს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობა, სადაც ასევე განთავსებულია სასტუმრო ნომრები, კაფეტერია და ვიზიტორთა ცენტრი საგამოფენო დარბაზით, საკონფერენციო დარბაზი, საინტერპრეტაციო და საინფორმაციო დაფები.

ადმინისტრაციაში ვიზიტორებს საშუალება აქვთ დაგეგმონ სხვადახვა სახის ტურები და მიიღონ ინფორმაცია არსებული სერვისების შესახებ. ასევე შესაძლებელია გიდის, ცხენის, ან ტურისტული აღჭურვილობის დაქირავება. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფუნქციონირებს 11 ტურისტული მარშრუტი, რომლებიც თუშეთის უნიკალური ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტების უდიდეს ნაწილს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

თუშეთში ვიზიტორთა ცენტრი დაიხურა

443
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
443
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული