Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
1150

თუ შეყვარებულს დაშორდით, ემოციებს ვერ აკონტროლებთ ან ტირილს ვერ იკავებთ, არ იდარდოთ, ცხოვრებაში ამ რთულ მომენტსაც დადებითი მხარე აქვს. კვლევის თანახმად, ტირილი ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია წონაში დასაკლებად და ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ყველა ემოციური რეაქცია ჩვენს სხეულში აისახება. როცა ვტირით, ორგანიზმში კორტიზოლის დონე იზრდება, რაც ზედმეტი კილოგრამების მოშორებას ხელს უწყობს.

ცნობისთვის, კორტიზოლი სტეროიდული ჰორმონია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ასევე, გავლენას ახდენს სისხლში გლუკოზის რაოდენობაზე.

პროფესორი უილიამ ფრეი, რომელიც კვლევაზე მუშაობდა, აცხადებს, რომ ტირილის შედეგად ადამიანები სტრესისგან თავისუფლდებიან და თავს უკეთესად გრძნობენ. მკვლევარები გვარწმუნებენ, რომ ემოციური ცრემლები ქოლესტერინის დონის შემცირებასაც იწვევს. ემოციების შეკავებამ კი შესაძლოა გულის შეტევის რისკი გაზარდოს.

“საშუალოდ ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში 62 ლიტრ ცრემლს ღვრის. ნუ შეიკავებთ ემოციებს და ნუ გრცხვენიათ, იტირეთ”- აცხადებს უილიამ ფრეი.

თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, ტირილის შემდეგ ზედმეტ კილოგრამებს ადვილად მოიშორებთ და  ცხოვრებასაც პოზიტიური თვალით შეხედავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

თუ ყოფილ შეყვარებულს მისტირით, წონაში დაიკლებთ – კვლევის შედეგები

1150
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
1150
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული