Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
171

„როგორც ჩანს, ხელისუფლებას ეშინია თავისუფალი გამოხატვის, თავისუფალი ხელოვნების. ეშინია ხელოვნების, რომელიც კითხვებს სვამს და სხვადასხვა აზრს აღძრავს“, – ამ განცხადებით უპასუხა რეჟისორმა სალომე ჯაშმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც მან თქვა, რომ ფილმი „მოთვინიერება“ სამარცხვინოა.

სალომე ჯაშის ფილმი ბიძინა ივანიშვილის შესახებ „გარდიანმა“ 2022 წლის საუკეთესო ფილმების ჩამონათვალში დაასახელა

კინორეჟისორის მოსაზრებით, თუ რაიმე სამარცხვინოა, ეს კინოცენტრში დღეს მიმდინარე მოვლენებია.

„ეს ფილმი, „მოთვინიერება“ ცალსახად პოლიტიკური არ არის. ის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება, ბევრად უფრო ფართოა.

[related_news id=”888570″ align=”left”]

კობახიძემ თქვა, კინოცენტრმა ასეთი სამარცხვინო ფილმები კი არ უნდა დააფინანსოს, არამედ, სწორი ფილმები უნდა დააფინანსოსო. საინტერესოა, კობახიძისთვის სწორი ფილმი რა არის?

თუ რამე სამარცხვინოა, არის კულტურის დღევანდელი პოლიტიკა, რაც დღეს კინოცენტრში ხდება. ეს არის კულტურის სამინისტროს მხრიდან კინოცენტრის უზურპაცია.

იქ გარედან დანიშნულები არიან ადამიანები, რომლებიც, შეიძლება, უბრალოდ კარგი ადამიანები არიან, მაგრამ კინოს სფერო საერთოდ არ ესმით. ეს მიზანმიმართული დესტრუქციაა“. – აღნიშნა სალომე ჯაშმა.

„რეორგანიზაციის საკითხებში ჩავერთვები“ – ბაჩო ოდიშარია აცხადებს, რომ კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„თუ რამე სამარცხვინოა, არის კულტურის დღევანდელი პოლიტიკა, ის რაც დღეს კინოცენტრში ხდება“ – რეჟისორი სალომე ჯაში კობახიძის განცხადებას პასუხობს

171
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
171
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული