Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
132

საოფისე სამსახური, რომელიც მთელი დღე ჯდომას საჭიროებს, წელიწადში 90 000 ადამიანის გარდაცვალებას იწვევს, ამის შესახებ კემბრიჯის უნივერსიტეტის ექსპერტები აცხადებენ.ისინი ამბობენ, რომ ზრდასრული ადამიანები, რომლებიც დღეში 8 საათის განმავლობაში მაინც სხედან, ყოველდღიურად 1 საათს მაინც უნდა უთმობდნენ ფიზიკურ ვარჯიშს – ეს შეიძლება იყოს სწრაფად სიარული, ან ველოსიპედით სეირნობა. ექსპერტების განმარტებით, ასეთი რეგულარული აქტივობა ნაადრევი სიკვდილის რისკს 60%-ით ამცირებს.

მკვლევარებმა გააანალიზეს მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული 16 კვლევა, მათ შორის კვლევები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში ჩატარდა. მონაწილეობა აღნიშნულ პროექტებში 1-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო. დადგინდა, რომ ზრდასრული ადამიანებს, რომლებსაც დღეში 8 საათის მანძილზე უწევდათ ჯდომა სამსახურში,  20 წლის განმავლობაში 59%-ით მეტი ჰქონდათ შანსი გარდაცვალების, ვიდრე იმ ადამიანებს, ვინც დღეში მხოლოდ 4 საათი ისხდნენ სამუშაო მაგიდებთან. თუმცა, რისკი მინიმუმამდე შემცირდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ოფისში დასაქმებულები დღეში 60 ან 75 წუთს დაუთმობდნენ ფიზიკურ ვარჯიშს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

თუ დღეში 8 საათის განმავლობაში მაინც გიწევთ ჯდომა, სიცოცხლეს რისკავთ

132
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
132
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული