Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
102

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით წარმოდგენილი რეკომენდაციებით, როდესაც საქმე ეხება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ზონირების კორექტირების საკითხს, მუნიციპალიტეტს შეუძლია, რამდენიმე მიმართულებით იმსჯელოს. 

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავსი მიწის ნაკვეთების მფლობელებს შეუძლიათ, დედაქალაქის მერიას მიმართონ და ზონირებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.  [related_news id=”63737″ align=”left”]

„როგორც მოგეხსენებათ, დედაქალაქის საკრებულომ ჩვენი ინიციატივით, ცოტა ხნის წინ დაამტკიცა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელმაც არსებითად შეცვალა ზონირება, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შეეცვალათ ფუნქციური დანიშნულება. თუ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს გენგეგმის მიღებამდე ჰქონდა სამშენებლო ზონის სტატუსი, დღეს კი რეკრეაციული ან სატყეო სტატუსი მიენიჭა, ეს კერძო მესაკუთრისთვის პრობლემას წარმოადგენს. სხვათა შორის, გენერალურ გეგმაზე როდესაც მიდიოდა მუშაობა, ერთადერთი შემაფერხებელი, რის გამოც მისი მიღება ვერ ხდებოდა, სწორედ ეს საკითხი იყო, თუ როგორ მოვქცეულიყავით, რა გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო ასეთ დროს. შესაბამისად, ეს ყველაფერი გენერალურ გეგმაში უკვე გაწერილია, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ შემთხვევაში“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს აღნიშნული მიმართულებით, აქტიურობისკენ მოუწოდა. 

„იმ მოქალაქეებს, ვისაც სიტუაცია გაუუარესდათ, გენგეგმის მიხედვით შეუძლიათ, მუნიციპალიტეტს მომართონ და ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომ ისინი არ დაზარალდნენ. ამიტომ იაქტიურეთ და მოგვმართეთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.  

გენგეგმა მიმდინარე წლის 15 მარტს დამტკიცდა. სითი ინსტიტუტი მასზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

თუ ახალი გენგეგმა გაზარალებთ, მერიას უნდა მიმართოთ

102
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
102
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული