Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
83

თორნიკე შენგელია და მისი “ბასკონია” ესპანეთის ჩემპიონია! ვალენსიაში, კორონავირუსის გამო ცარიელ დარბაზში ჩატარებულ ფინალურ მატჩში “ბასკონიამ” დაძაბულ ბრძოლაში – 69:67 “ბარსელონა” დაამარცხა.

ბასკონიელები მეოთხედ გახდნენ ესპანეთის ჩემპიონები. ვიტორიულმა კლუბმა ტიტული ბოლოს 10 წლის წინ მოიგო, როცა გუნდს, დღევანდელის მსგავსად, დუშკო ივანოვიჩი წვრთნიდა.

თორნიკე შენგელია გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონობა მოიგო. მთელი სეზონის განმავლობაში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 3 თვით იყო შეჩერებული და 17 ივნისს, საგანგებო კალენდრით განახლდა, შენგელია ბასკონიელებს ლიდერობდა. ქართველის კაპიტნობით ვიტორიულმა კლუბმა აღმავლობით ჩაატარა ფინალური ეტაპი და “ბარსელონასთან” ჯგუფში დამარცხების შემდეგ კატალონიელებს რევანში ფინალურ დაპირისპირებაში აუღო.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მან 33:11 წუთში 14 ქულა ჩააგდო. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე იყო ასევე 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება. შენგელიასთან ერთად ჩემპიონობა მოიგო ქართული პასპორტის მქონე მეტ ჯენინგმაც, რომელმაც 19:38 წუთში 8 ქულა მიითვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია – როგორ აღნიშნავს თოკო წარმატებას თვითმფრინავში (ვიდეო)

83
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
83
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული