ხობის მუნიციპალიტეტში, ფოთი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე, თოლიას დისტრიბუციის ავტომობილი სოფელ საგვიჩიოს და ჭალადიდის დამაკავშირებელი ხიდიდან გადავარდა. ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა ადამიანმა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უწყება დამატებითი დეტალების დაზუსტებას ცდილობს.