Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
138

„ე.წ. კარვების კანონი „რუსული კანონის“ მორიგი ნაირსახეობაა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „შეკრებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელიც მმართველი გუნდის დეპუტატებმა მოამზადეს და მის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ.

ბოკუჩავას შეფასებით, ხელისუფლებას მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის ეშინია, რომელიც შეიძლება მათ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების შემთხვევაში გამოხატონ.

„კარვების გამოყენება იგეგმება პროვოკაციების მოსაწყობად, მათ შორის იარაღის შესანახად – გაშლა დაშვებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამას შეკრების სათანადოდ ჩატარებისთვის არსებითი მნიშვნელობა ექნება“ – კობახიძე ახალ კანონპროექტზე

„შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის ბიუროზე გამოვა, „რუსული კანონის“ მორიგ ნაირსახეობას წარმოადგენს, რომელიც მიზნად გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას ისახავს.

[related_news id=”925592″ align=”left”]

ეს განსაკუთრებით მტკივნეული და აქტუალურია დღეს ხელისუფლებისთვის, რომელსაც არ აქვს მოლოდინი, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს და ეშინია იმ მშვიდობიანი პროტესტის, რომელიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატონ.

ეს ცვლილებების პროექტი არის კანდიდატის სტატუსის მორიგი საბოტირების მცდელობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას, ისევე როგორც ადამიანს უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, ეწინააღმდეგება 12 რეკომენდაციის სულისკვეთებას და ეწინააღმდეგება ეუთოს, ოდირის და ვენეციის კომისიის შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპებს.

მოვუწოდებთ პარლამენტს, ვენეციის კომისიის და ეუთო, ოდირის ჩართულობის გარეშე არ მოხდეს ამ ანტიკონსტიტუციური კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტში მაშინ, როდესაც ერთი თვეა დარჩენილი კანდიდატის სტატუსის განხილვამდე.

„ქართული ოცნება“ მორიგი რუსული კანონის მიღებას აპირებს – „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ განცხადებას ავრცელებენ

რუსული კანონის ახალი ნაირსახეობა საქართველოს მოქალაქეებს ვერ შეაშინებს და ვერ შეაჩერებს იმ მშვიდობიან პროტესტს, რომელიც შეიძლება მოქალაქეებმა სხვადასხვა თემებზე გამოხატონ, თუმცა მსგავსი მავნებლობა ხელისუფლების მხრიდან უდავოდ ჩრდილს აყენებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს“. – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

თინა ბოკუჩავა: „ე.წ. კარვების კანონი „რუსული კანონის“ მორიგი ნაირსახეობაა“

138
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
138
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული