Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
245

საქართველოში ციმბირის წყლულის შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევა თიანეთის რაიონში მოხდა. ინფექცია სოფელ ტუშურებში პირუტყვს და მის მეპატრონეს, 50 წლამდე ასაკის მამაკაცს აღმოაჩნდა. ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, ჯილეხის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დასახლებაში უკვე ჩატარებულია დეზინფექცია, სოფელში შემოწმდა საქონელი, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. პრევენციის მიზნით, გარკვეული პერიოდი აღნიშნული სოფლიდან  შეჩერდება ხორცისა და რძის პროდუქტის გატანაც. დაინფიცირებული მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული.

“ეს შემთხვევა დაფიქსირდა ლოკალურად ერთ ოჯახში. ამ ოჯახში გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. ეს გულისხმობს პირველ რიგში ბიოლოგიური უსაფრთხოების დაცვით ნიმუშების აღებას, ლაბორატორიაში გადაგზავნას, ადგილზე დეზინფექციების ჩატარებას და რა თქმა უნდა ცხოველების იმუნიზაციას, არამახოლოდ იმ ოჯახში, არამედ მთელ სოფელში და მის მომიჯნავე სოფლებში”, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა  ნიკოლოზ ტყებუჩავამ.

სპეციალისტების ვარაუდით, ამ დროისთვის არსებული მონაცემები არ იძლევა დასახლების კარანტინში მოქცევის საჭიროებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

თიანეთში 50 წლის მამაკაცს ციმბირის წყლული აღმოაჩნდა

245
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
245
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული