Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
183

თეირანი-სტამბოლის რეისი თურქეთის დედაქალაქის აეროპორტში საგანგებოდ მას შემდეგ დაეშვა, რაც ერთ-ერთ მგზავრს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ამჟამად „თურქიშ ეარლაინსის“ თვითმფრინავი აეროპორტის ტარიტორიაზე საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი. ბორტზე 132 მგზავრი იმყოფება. ისინი ექიმების დაკვირვების ქვეშ არიან.

მედიკოსები მგზავრებს სიცხეს უზომავენ და სხვა სამედიცინო შემოწმებას უტარებენ.

[related_news id=”313939″ align=”left”]

მსოფლიო მასშტაბით, ამ დროისთვის ვირუსმა 2 698 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულია 80 ათასზე მეტი ადამიანი. ფატალური შემთხვევების უმრავლესობა ჩინეთში გამოვლინდა.

კორონავირუსით ვირუსის შემთხვევების რაოდენობა 893-მდე გაიზარდა სამხრეთ კორეაში. რაც შეეხება ირანს, ქვეყანაში 60 პირია ინფიცირებული. ვირუსული ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 12-მდეა. კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ომანში.

ევროპაში კი, ინფიცირების ყველაზე მეტი – 229 შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება, სადაც დაღუპულია 7 ადამიანი.

[related_news id=”313295″ align=”left”]

საქართველოს ჯანდაცვის ეროვნული დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანა ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს. ამირან გამყრელიძის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყება კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედებს. მისივე განცხადებით, ასევე მიმდინარეობს მსჯელობა, ახალი კორონავირუსის გამო, პრევენციის თვალსაზრისით, გადაიხედება თუ არა საქართველო-იტალიას შორის საჰაერო მიმოსვლის საკითხი.

საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებით მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

თეირანი-სტამბოლის რეისი ანკარაში საგანგებოდ დაეშვა – 132 მგზავრს კორონავირუსზე ამოწმებენ

183
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
183
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული