Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
123

2023 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 372.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 985.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 103.0 პროცენტით, ანუ 188.9 მლნ აშშ დოლარით მეტია 2022 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან 187 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წლიურად 754 პროცენტით არის გაზრდილი.

გასულ წელს თებერვალში რუსეთიდან საქართველოში $21.9 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რითაც წინა წლის მაჩვენებელი 12.7%-ით იყო შემცირებული. თებერვლის გზავნილების სტატისტიკაში რუსეთი ისევ პირველ პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანამ ფულადი გზავნილების სახით 4.4 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმი იყო და 2021 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულ მაჩვენებელს წარმოადგენდა.

2022 წელს ქვეყნებს შორის ლიდერი რუსეთის ფედერაცია იყო, საიდანაც გადმორიცხვები წლიურ ჭრილში 5-ჯერ გაიზარდა. გასულ წელს რუსეთიდან 2 მილიარდ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 47.29%-ს შეადგენდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

თებერვალში რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 754%-ით გაიზარდა

123
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
123
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული