Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
154

თბილისის საკრებულო დედაქალაქის განვითარების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის საბოლოო ვარიანტს 15 მარტს დაამტკიცებს. ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა განაცხადა.

საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომა დასრულდა, სადაც გენგეგმის პროექტს იხილავდნენ. დავითულიანის თქმით, დღეს მათ იმსჯელეს ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე, რომლის მნიშვნელობისა და ხარისხის დოკუმენტი ამ მოწვევის საკრებულოს აღარ მოუწევს.

„ეს არის მართლაც დიდი ნამუშევარი, როგორც „სითი ინსტიტუტის“, ასევე მერიის, საკმაოდ შრომატევადი და არ უნდა შეგვეშალოს და არ უნდა ვიფიქროთ, რომ გენგეგმა წლების მანძილზე გაფუჭებულ ყველა საქმეს ერთი ხელის მოსმით გაასწორებს. თუმცა, დაგვაყენებს სწორ რელსებზე და მოგვაქცევს ჩარჩოში. ჩვენ ამით ვუწესებთ შეზღუდვას როგორც კერძო სექტორს, ასევე სახელმწიფო სექტორს მოქმედებებისთვის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რაღაც იქნება დასახვეწი, მომავალში კიდევ უფრო იქნება გასასწორებელი. თუმცა, ვდგებით რელსებზე“, – განაცხადა დავითულიანმა

მისივე თქმით, ოპოზიციამ დღეს გენგეგმის პროექტს წუნი ვერ უპოვა და ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანა.

” ოპოზიცია იტყვის, რა თქმა უნდა, რომ ეს ცუდია. სინამდვილეში ვერანაირი წუნი ვერ უპოვა და ყურადღება გადაიტანა სხვა საკითხებზე. მას რომ ჰქონდეს კონკრეტული შენიშვნა ამ გენგეგმასთან, იტყოდა ამ შენიშვნას. არცერთი პრინციპული შენიშვნა არ უთქვამს, რომელუც ამ გენგეგმის ავკარგიანობას კითხვის ნიშნიშ ქვეშ დააყენებდა” – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

თბილისის საკრებულო გენგეგმას 15 მარტს დაამტკიცებს

154
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული