Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
109

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში მგზავრებისთვის განკუთვნილი სავარძლები განახლდა. ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ევროპული წარმოების, სრულიად ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავარძლები მგზავრებს გამგზავრებამდე კომფორტული დასვენების შესაძლებლობას მისცემს.

პროექტში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ 260 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პოლონური კომპანიის მიერ წარმოებული ანალოგიური ტიპის სავარძლები განთავსებულია მსოფლიოს არაერთი ქვეყნის აეროპორტში, მათ შორისაა: დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, შვედეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ნორვეგია, ხორვატია, ლიეტუვა, ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, სერბეთი, პოლონეთი, ჩინეთი, ინდოეთი, საუდის არაბეთი და სხვა.

„ტავ ჯორჯია“ შიდა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და ტექნიკის განახლებაში მიმდინარე წელს 24 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს“, – აღნიშნულია „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში სავარძლები განახლდა

109
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
109
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული