Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
40

მიმდინარე წლის ივნისიდან თბილისი – ჰერაკლიონის მიმართულებით რეგულარული ჩარტერული რეისები დაიწყება. კრეტას მიმართულებით ფრენები ყოველ პარასკევს შესრულდება და მას ავიაკომპანია “ელინეარი” განახორციელებს.

15 მაისიდან ავიაკომპანია თბილისი-სალონიკის მიმართულებით ავიარეისებს განაახლებს.

“ერთი გზის ბილეთების შეძენა 90 ევროდან იქნება შესაძლებელი, ხოლო 2 გზის – 180 ევროდან.
ბილეთის ფასში შედის: ხელბარგი – 5 კგ, ბარგი – 20კგ, კვება ბორტზე და აეროპორტში რეგისტრაცია”, – ვკითხულობთ “გაერთიანებული აეროპორტები საქართველოს” განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებს, საბერძნეთში გასამგზავრებლად ვიზა არ დასჭირდებათ. რადგან visa free რეჟიმი 29 მარტიდან ამოქმედდება.

ასე რომ ვიზალიბერალიზაციამდე, სულ ცოტა დრო რჩება.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისა და ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ ხელმოწერის ცერემონიალი ბრიუსელში 1 მარტს შედგება, ამის შესახებ „ტვიტერზე“ რადიო თავისუფლების ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი წერს.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას ევროპის პარლამენტმა მხარი 2 თებერვალს დაუჭირა.

საკითხის მომხრე 553 დეპუტატი იყო,  წინააღმდეგ 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
40
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
40
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული