Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
113

საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო.

ინდოეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Indigo-მ დელი-თბილისი-დელის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. თბილისიდან დელიში 186 ადამიანი გაემგზავრა. ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს.

მათი ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს ასევე ეწვია ინდოეთის ელჩი ნილაქში სინჰა.

ავიაკომპანია Indigo რეგულარულ ავიარეისებს საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.

Indigo მის მფლობელობაში არსებული 300-ზე მეტი საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად 1850 ფრენას ახორციელებს 111 მიმართულებით, საიდანაც 79 – ადგილობრივი, 32 კი – საერთაშორისოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

თბილისიდან დელის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

113
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
113
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული