Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
105

თბილისში მდგრადი სასურსათო სისტემების შესახებ ევროკავშირის საერთაშორისო რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც ევროპისა და ცენტრალური აზიის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გახსნა. ნინო თანდილაშვილმა ყურადღება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და სოფლის მეურნეობის სექტორში ევროკავშირის სტანდარტებისა და მოთხოვნების დანერგვის პროცესზე გაამახვილა.

აღნიშნული ღონისძიების მიზანი მონაწილე ქვეყნებსა და მხარეებს შორის მდგრადი სასურსათო სისტემების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში თანამშრომლობის გაღრმავებაა.

„საქართველოში სურსათის უვნებლობისა და ცხოველთა კეთილდღეობის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს ვხედავთ. რაც შეეხება მდგრად სასურსათო სისტემებს, ეს კლიმატის ცვლილების პირობებში ახალი გამოწვევაა, შესაბამისად, ეს ღონისძიება ჩვენი ხედვების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურება, რათა ერთად ვიმუშაოთ ჩვენი მიზნების განსაზღვრისა და შესრულებისთვის“, – განაცხადა ევროკომისიის საერთაშორისო ურთიერთობების ოფიცერმა იან ბლუმენდალმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

თბილისი მდგრადი სასურსათო სისტემების შესახებ ევროკავშირის საერთაშორისო რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს

105
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
105
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული