Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
333

2017 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ქართული ავიაკომპანია „Georgian Airways“ (აირზენა), საჰაერო მიმოსვლას კიდევ ერთი ახალი მიმართულებით განახორციელებს.

თბილისი-დუბაი-თბილისის საჰაერო ხაზზე მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია 31 აგვისტოდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (27 ოქტომბერი), შემდეგი განრიგით გეგმავს:

  • ხუთშაბათი (გაფრენა) – პარასკევი (გამოფრენა)
  • კვირა (გაფრენა) – ორშაბათი (გამოფრენა)

ავიარეისები Embraer ERJ-190 და Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა „Georgian Airways“-ს 9 აგვისტოს მიენიჭა.

მიმდინარე წელს, „Georgian Airways“-მა რეგულარული ოპერირება ლონდონისა და პრაღის მიმართულებებით, ხოლო ჩარტერული რეისების შესრულება ბეირუთის მიმართულებით დაიწყო, ასევე ავიაკომპანიამ განაახლა რეგულარული ავიარეისები კიევისა და თეირანის და მრავალჯერადი ჩარტერული ავიარეისები მაშადის, აჰვაზისა და შირაზის მიმართულებებით. 2017 წლის 7 თვის მონაცემებით, ქართული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46%-ით არის გაზრდილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

თბილისი – დუბაი: აირზენა კიდევ ერთ მიმართულებას ამატებს

333
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
333
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული