ლაივ მუსიკა
LIVE

Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
  • 16.02.2021
245

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე კენჭისყრის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ აპირებს შეეგუოს “გავრილოვის განაჩენს”.

“88 მონურ მორჩილებაში მყოფმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა. ეს არ იყო ვერდიქტი ჩემთვის გამოტანილი. ამ ადამიანებმა, პარლამენტად წოდებულმა რუსეთის მეხუთე კოლონამ განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა, ვინც ქუჩაში გამოვიდა”,- განაცხადა ნიკა მელიამ.

მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და “გამარჯვებამდე დაემშვიდობა”.

“არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის განადგურების შესაძლებლობას არავის. გული მწყდება იმ 88 ადამიანზე. ტანით ვგრძნობ, რომ ისინიც შველას საჭიროებენ. ის 88 ადამიანიც უნდა ვიხსნათ მონური მორჩილებისგან.

მთელს საქართველოს მინდა ვუთხრა, მე არ და ვერ შევეგუები ჩვენი სამშობლოს დამცირებას, არ შევეგუები გავრილოვის განაჩენს. ახლა არ არის დრო პარტიისა და  პარტიული პოლიტიკის. არის ეროვნული ქართული მოძრაობა ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის ოკუპანტი და ივანიშვილის დელეგატები. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია უკან დახევა და შეუძლებელია უსამართლობას თავი დავუხაროთ, ეს უბრალოდ არ მოხდება და ბრძოლა იქნება ბოლომდე და გამარჯვებამდე,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

  • ტეგები: "ნაციონალური მოძრაობა", განაჩენი, ნიკა მელია
  • კატეგორიები: ახალი ამბები, პოლიტიკა
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ტანით ვგრძნობ, რომ ის 88 ადამიანი შველას საჭიროებს: ნიკა მელია

  • 16.02.2021
245
  • ტეგები: "ნაციონალური მოძრაობა", განაჩენი, ნიკა მელია
  • კატეგორიები: ახალი ამბები, პოლიტიკა
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
  • 16.02.2021
245
  • ტეგები: "ნაციონალური მოძრაობა", განაჩენი, ნიკა მელია
  • კატეგორიები: ახალი ამბები, პოლიტიკა
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული
ჩვენ შესახებ
რეკლამა
სარედაქციო პოლიტიკა
სოციალური
Facebook Twitter
ყველა უფლება დაცულია(C) 2023 Fortuna Holding