Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
51

ქაბულის აეროპორტიდან  ამერიკელი სამხედროების გასვლის შემდეგ, პირველი სამოქალაქო, ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლითაც ავღანეთი კიდევ 200-მდე უცხოელმა დატოვა.

„ყატარის ავიახაზების“ თვითმფრინავმა გვიან ღამით, ქაბულიდან დოჰაში რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის და ნიდერლანდების მოქალაქეები ჩაიყვანა. დღეს ქაბულის აეროპორტიდან კიდევ ერთი რეისი შესრულდება.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივნის, ემილი ჰორნის განცხადებით, ევაკუაციის საკითხში „თალიბებმა“ მოქნილობა გამოიჩინეს და ამერიკულ მხარესთან კონტაქტისას საქმიანად და პროფესიულად მოქმედებდნენ.

ყატარი, რომელმაც ჩარტერული რეისი უზრუნველყო, ბოლო წლებში რადიკალურ მოძრაობა „თალიბანსა“ და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის შუამავლის როლს ასრულებდა.

„თალიბების“ მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის, აშშ-მა საელჩოები ქაბულიდან ყატარის დედაქალაქ დოჰაში გადაიტანა. ყატარის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქაბულის აეროპორტის მუშაობის განახლებაზე თურქეთთან ერთად მუშაობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„თალიბებმა“ ავღანეთიდან გამგზავრების საშუალება 100-ზე მეტ უცხოელს მისცეს

51
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
51
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული