Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
90

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა დღეს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, თბილისში, საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის ზომად 17-დან 20-წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

სუს-მა ახმედ ჩატაევის დახმარების ბრლადებით თბილისში ერთი პირი დააკავა

90
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
90
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული