Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
177

მსოფლიოში პირველი კოსმოსური სასტუმროს მშენებლობა დედამიწის ქვემო ორბიტაზე 2025 წელს დაიწყება. პროექტის თანახმად, სასტუმრო 400 სტუმარზე იქნება გათვლილი და მასში მოსასვენებელი ოთახების გარდა რესტორნები, ბარები, სპა-სალონები, სავარჯიშო დარბაზები და კინოთეატრები განთავსდება.

სასტუმროს უზარმაზარი ბორბლის ფორმა ექნება, რომელიც სპეციალური რობოტების საშუალებით გამუდმებით იტრიალებს. სადგური ხელოვნურ გრავიტაციას გამოიმუშავებს და შესაბამისად, მთელ ტერიტორიაზე დაახლოებით ისეთივე გრავიტაცია იქნება, როგორიც მთვარის ზედაპირზე.

გიგანტურ ბორბალზე მიმაგრებული იქნება ინდივიდუალური კამერები, რომლებშიც სტუმრები განთავსდებიან. მათი ნაწილი სასტუმროს ნომრებად იქნება გამოყენებული, ნაწილი კი სხვადასხვა კომპანიებსა და კერძო პირებზე გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ კოსმოსურ სასტუმროში მოდულის შეძენა „ნასას“ და სხვა ორგანიზაციებსაც შეეძლებათ, რომლებიც კოსმოსს იკვლევენ.

კომპანიას, რომელიც სასტუმროს აშენებას გეგმავს, ჯერჯერობით არც მშენებლობის ღირებულება და არც იქ დღე-ღამის გატარების სავარაუდო ფასი არ დაუსახელებია. სავარაუდოდ, სასტუმრო ფუნქციონირების დაწყებას 2027 წლისთვის შეძლებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

სტუმრად კოსმოსში – დედამიწის ორბიტაზე სასტუმროს მშენებლობა 2025 წელს დაიწყება

177
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
177
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული