Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
1378

საქართველოში სტომატოლოგიური მომსახურების საფასური, შესაძლოა, გაიზარდოს. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა  განაცხადა.

ქეთევან გოგილაშვილის განცხადებით, სტომატოლოგიურმა კლინიკებმა მუშაობა, რომ განაახლონ, საჭიროა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგი, რისი ღირებულებაც გაძვირებულია.

„იმისათვის, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკამ განაახლოს თავისი მუშაობა ამისთვის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რომ მას ჰქონდეს მარაგი, მაგალითად ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ორი კვირის მარაგი. 100%-ით კი არა, 400%-ით არის გაზრდილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ეს არამხოლოდ ჩვენთან არის ასე, არამედ მსოფლიო პრობლემაა. აქედან გამომდინარე, ერთი პაციენტის, მაგალითად პაროდონტოლოგიური პაციენტის მიღების დროს, საშუალოდ 50 ლარამდე მინიმუმ იზრდება მხოლოდ ეკიპირების ფასი“, – განაცხადა ქეთევან გოგილაშვილმა.

კითხვაზე, თუ რამდენი პროცენტით, შეიძლება, გაიზარდოს სტომატოლოგიური მომსახურების საფასური, გოგილაშვილმა აღნიშნა, რომ ეს განსჯის საკითხია, რომელსაც ექსპერტთა საბჭოს შეკრება სჭირდება.

შეგახსენებთ, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან აღდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

სტომატოლოგიური მომსახურება შესაძლოა, გაძვირდეს

1378
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
1378
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული