Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
101

Pantone-ის ფერის ინსტიტუტის ექსპერტებმა 2018 წლის მთავარ ფერად ულტრაიისფერი დაასახელეს. არჩევანი არა შემთხვევით, არამედ სოციალური კვლევის შედეგად გაკეთდა, რომელიც მსოფლიო ტურნეში ტანსაცმლის, ინტერიერის დეტალების, კოსმეტიკის, საკვებისა და ავტომობილების ფერთა დასადგენად გამგზავრებულმა 10 სპეციალისტმა ჩაატარა.

Pantone-ის აღმასრულებელი დირექტორის ლეატრის ეისმანის განცხადებით, „ულტრაიისფერი – ერთ-ერთი ყველაზე რთული ფერია, რადგან მის მისაღებად ორი დიამეტრულად განსხვავებული ფერის წითლისა და ლურჯის შერევაა საჭირო“. ეისმანმა ხაზი გაუსვა, რომ ფერი, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს თანამედროვე სამყაროში მიმდინარე მოვლენებს, მომავალ წელს აუცილებლად იმედის და პოზიტიური ცვლილებების სიმბოლოდ იქცევა.

ულტრაიისეფერი უკვე გამოჩნდა პოდიუმზე Balenciaga-ს, Gucci-ს, Marni-ს, Loewe-ს, Marc Jacobs-ის და სხვათა შემოდგომის კოლექციებში.

სხვათაშორის, ულტრაიისფერი მუსიკოს პრინსის და არქიტექტორ ლოიდ რაიტის საყვარელი ფერია, რომელიც მეტი კრეატიულობისთვის სწორედ ამ ფერის საწვიმარს ატარებდა. „ულტრაიისფერი“ დაარქვა საკუთარ მუზას – იზაბელ კოლინ დიუფრენს ენდი უორჰალმა, 2006 წელს კი, რეჟისორმა კურტ უიმერმა ტრილერი „ულტრაიისფერი“ გადაიღო მილა იოვოვიჩის მონაწილეობით.

 

Gucci გაზაფხული/ზაფხული, 2018

Fendi შემოდგომა/ზამთარი, 2017

Balenciaga შემოდგომა/ზამთარი, 2017

Balenciaga გაზაფხული/ზაფხული, 2018

Chanel შემოდგომა/ზამთარი, 2018

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

სპეციალისტებმა 2018 წლის მთავარი დაასახელეს

101
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
101
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული