Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
65

ჭუბერში ამ დროისთვის რთული ვითარებაა, რადგან პრაქტიკულად, ერთადერთ ხიდამდე მისასვლელი გზა დაზიანებულია და ახლა ვეძებთ, საიდან შეიძლება გაკეთდეს ალტერნატიული გზა, – ამის შესახებ 1Tv.ge-ს დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.მისი თქმით, მდინარე ნენსკრა ძლიერი წვიმის შედეგად ისევ ადიდდა. ამ დროისთვის ჭუბერის მოსახლეობის სამი მეოთხედი, ფაქტობრივად, მოწყვეტილია დანარჩენ სოფელს.

მისი თქმით, მობილიზებულია დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა. გაწმენდითი სამუშაოები უშუალოდ მდინარეში მიმდინარეობს და ამ წუთებში ნაშალი მასალისგან იწმინდება ნენსკრას კალაპოტი. მინისტრის განაცხადებით, ჭუბერში ვითარებას ისიც ართულებს, რომ წვიმას არ გადაუღია და საფრთხეები ჯერ კიდევ არ არის მოხსნილი.

რაც შეეხება მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროებას, როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ის ოჯახები, რომელთაც საფრთხე ემუქრებოდათ, ხეობიდან უკვე გაიყვანეს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ​ მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე 7 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი, 8-9 ივლისს ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

სოზარ სუბარი: წვიმას არ გადაუღია და საფრთხეები ჯერ კიდევ არ არის მოხსნილი

65
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
65
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული