Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
147

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, ასევე გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა.

არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ლარი გამოიყოფა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრი ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს და წერს, რომ მათი უფლებების დასაცავად, ჯანსაღი ცხოვრების, განვითარების, თვითრეალიზაციის თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა სასურველი ვითარებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ.

კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვთა შორის სიღარიბე. პრობლემა განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს პანდემიის პირობებში. ბავშვების სიღარიბის შესამცირებლად ჩვენ მიზნად დავისახეთ სოციალური პოლიტიკის მკვეთრი გაუმოჯებესება“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50-დან 100 ლარამდე გაიზრდება: ირაკლი ღარიბაშვილი

147
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
147
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული