Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
66

Reuters-ის ინფორმაციით, იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ პუტინს უკრაინაში ომისკენ „უბიძგეს.“

როგორც გამოცემა იუწყება, ბერლუსკონი Forcza Italia-ს ლიდერია, რომელიც მემარჯვენე კოალიციას მიეკუთვნება და როგორც მოსალოდნელია, კვირას საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვებს.

იტალიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი მრავალი წელია პუტინთან მეგობრობს.

„რუსმა ხალხმა, მისმა პარტიამ, მისმა მინისტრებმა უბიძგეს პუტინს სპეციალური ოპერაციის ჩატარებისკენ“, – განუცხადა ბერლუსკონიმ ტელეარხ RAI-ს, რა დროსაც მან ომის აღწერისას რუსეთის ხელისუფლების ფორმულირება გამოიყენა.

მისი თქმით, რუსეთის გეგმა იყო ერთ კვირაში აეღოთ კიევი და ვოლოდიმირ ზელენსკი „ღირსეულის ხალხის მთავრობით“ ჩაენაცვლებინათ.

„ვერც გავიგე, რატომ გადანაწილდა რუსული არმია მთელ უკრაინაში, როდესაც, ჩემი აზრით, ისინი მხოლოდ კიევის ირგვლივ უნდა დარჩენილიყვნენ“, – განაცხადა სილვიო ბერლუსკონიმ.

გამოცემის ცნობით, ბერლუსკონის ამ განცხადებას ოპონენტების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მან მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია მიუღებელია და ისინი მუდამ NATO-სა და ევროკავშირის გვერდით იქნებიან.

„ყოველთვის დემოკრატისაა და მშვიდობის ადამიანად მეჩვენებოდა… ღრმად ვარ დამწუხრებული პუტინის საქციელით“ – სილვიო ბერლუსკონი პუტინს უკრაინასთან ომის გამო აკრიტიკებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

სილვიო ბერლუსკონი: პუტინს უკრაინაში ომისკენ „უბიძგეს“

66
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
66
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული