Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
178

ფოთის ,,კოლხეთის“ 5 ფეხბურთელი დაშავდა, ავტომობილის მძღოლი კი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა გორთან, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

ფეხბურთელები თბილისიდან ფოთში დაქირავებული მანქანით ბრუნდებოდნენ, რათა ვარჯიშში მიეღოთ მონაწილეობა. გორთან ”მერსედესის” მარკის ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ფეხბურთელები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

დაშავებული სამი ფეხბურთელი საავადმყოფოდან მალევე გაწერეს. მათი დაზიანებები სერიოზული არ არის.

 

ორი მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

 

მომხდარ ავტოავარიაზე პირველ არხს ფოთის “კოლხეთის” ფეხბურთელი ლაშა გურგენიძე ესაუბრა. ის შემთხვევის დროს ავტომანქანაში იმყოფებოდა.

„ხუთი ფეხბურთელი ფოთში ვარჯიშზე მივდიოდით. მე ჩაძინებული ვიყავი, როდესაც გორამდე დაახლოებით ცხრა კილომეტრში, ხმებმა გამომაღვიძა. მანქანა მოსრიალდა, ინერციით მინისკენ გამაქანა და თავით გავამტვრიე. დაახლოებით 15 მეტრის იქით, ბალახებში აღმოვჩნდი. როგორც გავიგე, 10 წუთი გონება მქონდა დაკარგული და როცა გონზე მოვედი, მანქანა ხრამში დავინახე – ის მთლიანად დაფლეთილი იყო. ვერ ვხდები, როგორ გადავრჩით. სიკვდილს თვალებში ჩავხედე. მერე გორის საავადმყოფოში წაგვიყვანეს. ერთს, არქანიას ხელი აქვს მოტეხილი”, – ამბობს ლაშა გურგენიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

სიკვდილს თვალებში ჩავხედეთ: ფოთის ,კოლხეთის ფეხბურთელები ავარიაში მოყვნენ, მძღოლი დაიღუპა

178
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
178
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული