შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახმაურებული ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შეისწავლა და მასში პორნოგრაფიული ნიშნები ვერ დაინახა. უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა. აღნიშნულ ფაქტზე შსს-ში განცხადება მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძემ 8 ნოემბერს შეიტანა. ლორთქიფანიძე ფილმის შინაარსის შესწავლამდე, მისი ჩვენების შეზღუდვას მოითხოვდა.
[related_news id=”268351″ align=”left”]
„გამოძიება არ დაწყებულა, რადგან დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა“ – განაცხადეს ჩვენთან საუბარში შსს-ში.
რამდენიმე წლის წინ შსს-მ მსგავსი მოკვლევა გასპარ ნოეს ფილმზეც დაიწყო. ფრანგი კინორეჟისორის ნამუშევარი „სიყვარული“ (Love) უწყების თქმით, ექსპერტიზის დასკვანამ პორნოგრაფიას მიაკუთვნა.