Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
45

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერს“ (გლდანის ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა.

სააგენტოს ინფორმაციით, შპს „ლიდერის“ ხორცპროდუქტებში განმეორებითი ლაბორატორიული კვლევისას ცხენის და ვირის ხორცი კვლავ გამოვლინდა.

„16 ნოემბერს, განმეორებითი კვლევისთვის აღებულ ხორცპროდუქტების ნიმუშებში ცხენისა და ვირის დნმ-ი კვლავ გამოვლინდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დამატებითი მოკვლევა გრძელდება.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 16 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ სახეობრივი კვლევის შედეგად ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი გამოვლინდა. 

იხილეთ ვრცლად:

ცხენისა და ვირის ხორცი ხორცპროდუქტებში – სურსათის ეროვნულმა სააგენტო განცხადებას ავრცელებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

შპს „ლიდერს“ ცხენისა და ვირის ხორცის განმეორებით გამოვლენის გამო წარმოება შეუჩერდა

45
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
45
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული