Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
58

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ეხმაურება და ჟურნალისტების თავისუფლად მუშაობის მნიშვნელობაზე საუბრობს

დეგნანის თქმით, ჟურნალისტები სიცოცხლისა და კარიერის ფასად დიდ ძალისხმევას იჩნენ, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ.

ამერიკული კონსტიტუციები უზრუნველყოფს პრესის თავისუფლებას, რომ ცენზურის შიშის გარეშე გავაშუქოთ ახალი ამბები და გამოვხატოთ ჩვენი შეხედულებები.

“შეერთებული შტატებსა და საქართველოს ბევრი საერთო ღირებულება აერთიანებს და არცერთია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიყვარული.პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ვფიქრობთ პრესაში მომუშავე ქალებსა და კაცებზე, რომლებიც თავისი სიცოცხლისა და კარიერის ფასადაც კი დიდ ძალისხმევას იჩენენ იმისთვის, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ და ინსტიტუტები და ლიდერები ანგარიშვალდებულნი გახადონ. ქართული და ამერიკული კონსტიტუციები უზრუნველყოფს პრესის თავისუფლებას, რომ ცენზურის შიშის გარეშე გავაშუქოთ ახალი ამბები და გამოვხატოთ ჩვენი შეხედულებები. თავისუფალი პრესა დემოკრატიის ქვაკუთხედია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჟურნალისტების დამცველი საზოგადოება, რათა მათ უსაფრთხოდ გააგრძელონ საქმიანობა. ასე, რომ დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, პატივისცემა გამოვხატოთ მედიისადმი, ჩვენი თავისუფლების სადარაჯოზე მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის,” – ამბობს ვიდეომიმართვაში კელი დეგნანი, რომელიც აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

“შევინარჩუნოთ ჟურნალისტების დამცველი საზოგადოება” – კელი დეგნანი პრესის თავისუფლების დღეს ეხმაურება

58
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
58
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული