მსოფლიოს ვარსკვლავები კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და საზოგადოებას დაუვიწყარი ონლაინ შოუ-კონცერტი მოუწყვეს. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსულმა თანხამ 150 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო კონცერტის ნახვებმა „იუთუბზე“ მილიარდს.
[related_news id=”338331″ align=”left”]
იმ უამრავ ვარსკვლავს შორის, ვინც კონცერტს საკუთარი სახლებიდან შეუერთდა იყო ლეგენდარული როკ-ჯგუფი The Rolling Stones, ჯგუფის ოთხივე წევრმა საოცარი პერფორმანი შესთავაზა საზოგადოებას და One World: Together At Home-ზე სიმღერა „You Can’t Always Get What You Want (შენ ყოველთვის ვერ მიიღებ იმას, რაც გინდა) შეასრულა.