მარიამ ბერიანიძე, რომელიც 3 აგვისტოს, შოვში მომხდარ სტიქიას ოჯახთან ერთად გადაურჩა, ფეისბუკის ჯგუფში „რაჭა“ ახალ ფოტოებს აქვეყნებს.
მარიამი წერს, რომ ფოტოები დროის გარკვეული ინტერვალით, სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ არის გადაღებული. ფოტოებზე კარგად ჩანს შოვის მეწყერის დამანგრეველი შედეგები:
„შემთხვევით ვიპოვე ჩემი შვილის, კოტიკოს ეს ფოტო და უბრალოდ ნახეთ ვარდისფერი სახლის განსხვავება 3 აგვისტოს დილით და შუადღეს. რა თქმა უნდა, განსხვავდება მათი მდებარეობაც.
ჩვენ ვცხოვრობდით ამ სახლის მეზობლად და მეწყერის დროს ვარდისფერი სახლი ვიპოვეთ კალცის ხიდის მიმდებარედ, რომლის ახლოს ჩვენი კოტეჯის ნანგრევებიც ეყარა“, – წერს მარიამ ბერიანიძე.
“5 ნაბიჯში მთლიანი მთა მოგვდევდა, როგორ ავდექი, არ მახსოვს” – მარიამ ბერიანიძე