Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
83

შემომწირველების მადლობელი ვარ, მაგრამ მათ წინაშე არასდროს ვიქნები ვალდებული, – ასე უპასუხა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კითხვას, გრძნობს თუ არა თავს ვალდებულად მსხვილი შემომწირველების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ძმისა და კახი კალაძის წინაშე.

„მე ყველას საჯაროდ ვთხოვე დახმარება და საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. მიუხედავად იმისა, რომ მოდის მუქარა იმ ადამიანების მისამართით, ვინც მეხმარება, დღესაც მინდა ყველას მივმართო, ვისაც რამდენის საშუალება აქვს, აჩვენონ იმ ადამიანებს, რომ მუქარის არავის ეშინია. დაფინანსება შეუძლია ყველას, ჩემი ფონდი არის თავისუფალი. ძალიან მადლობელი ვარ, მაგრამ არა ვალდებული და არასდროს ვიქნები ვალდებული,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის შემწირველთა შორის არიან თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც დამოუკიდებელ კანდიდატს 50 000 ლარი შესწირა და ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი 45 000 ლარის ოდენობის შეწირულობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

შემომწირველების მადლობელი ვარ და არა ვალდებული – სალომე ზურაბიშვილი

83
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
83
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული