საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზის კმ0+400 მონაკვეთზე, შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან არსებული დაზიანებული ხიდის აღდგენის სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა.
აღნიშნულ მონაკვეთზე ძლიერი წვიმის გამო, 3 ოქტომბერს, ხიდის სავალი ნაწილი დაზიანდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.