Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
114

“ბუნებრივი აირის ტარიფები კომისიამ გასული წლის დეკემბერში დაადგინა, შემდგომი 5 წლის ვადით. თუ რაიმე პარამეტრი არსებითად არ გაუარესდა, ბუნებრივ აირზე, ისევე როგორც ელექტროენერგიის ტარიფებზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არაა”, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

როგორც მან მედიაცენტრ “მთავარში” სტუმრობისას აღნიშნა, ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელი გასახსნელად მზად ზაფხულისთვის იქნება.

“ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის გასახსნელად ზაფხულისთვის იქნება მზად. როცა იყო შესაბამის საკითხზე მსჯელობა ხაზი გაესვა იმას, რომ ამ გადმოსახედიდან, ზაფხულის პერიოდი ბაზრის გახსნისთვის არის კარგი დრო. სწორედ ახლა იწყება შედარებით უხვი ნალექების პერიოდი, თოვლის დნობა, გაზაფხულის წვიმები, საიდან გამომდინარეც მარეგულირებელმა სადგურებმა, განსაკუთრებით ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადებმა უნდა შეძლონ მეტი ენერგიის გამომუშავება და ბაზრის გახსნისთვის სწორედ იაფიანი ენერგიის წყაროების მიწოდება და უხვი ენერგიის წყაროების მიწოდება. დაახლოებით, 70-80%-ით მაინც უნდა იყოს დატვირთული მათი სიმძლავრეები, რომ ახალი ბაზრის გახსნის პირობებში ახალ სისტემაზე უმტკივნეულოდ გადავიდეთ. ზაფხულის პერიოდი, რატომაც მთავრობამ ბაზრის გახსნის გადავადების გადაწყვეტილება მიიღო, არის საუკეთესო პერიოდი ბაზრის გახსნისთვის და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ლოგიკური და სწორი იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით მარეგულირებელმა კომისიამ ის დროებითი ტარიფები, რომელიც არსებობდა ბაზრის გახსნამდე, გავაგრძელეთ და ტარიფები რჩება უცვლელი. ეს ტარიფები იმოქმედებს ბაზრის გახსნამდე, თუმცა როცა ბაზრის გახსნის დროსაც დავადგენთ ამ ტარიფებს, ამ მოცემულობით, ამ გადმოსახედიდან, ტარიფების ზრდა არ იქნება. ტარიფის ზრდის საფრთხე ბაზრის გახსნის პირობებში არ იარსებებს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

შეიცვლება თუ არა ბუნებრივი აირის ტარიფი – დავით ნარმანიას განმარტება

114
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
114
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული