Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
189

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, შატილის გაზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულების მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ისინი სასუნთქი აპარატიდან ნაწილობრივ უკვე მოხსნეს.

აღდგენილია კიდურების მოძრაობა, სამივე პაციენტი კონტაქტურია – ლევან რატიანი შატილში ავარიის დროს დაშავებულებზე

“სამივეს მდგომარეობა უკეთესია, სამივე გონებაზეა, სამივეს ოთხივე კიდური მოძრაობს, კონტაქტურები არიან და ბევრად უკეთ არიან, ვიდრე იყვნენ. თუმცა რჩებიან რეიანიმაციაში, მაგრამ დამხმარე ვენტილაციაზე, ძირითადად, აპარატიდან მოხსნილი არიან და ჯერ დამხმარე სჭირდებათ”, – განაცხადა ტურძელაძემ.

შეგახსნებთ, შატილში, 23 აგვისტოს მომხდარ საზარელ ავარიას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხევსურეთიდან, ტურისტული ვიზიტის შემდგომ თბილისისკენ მიმავალი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდის ფერდობზე გადავარადა.

„იქნებ დამიძახო და მითხრა, მოგატყუესო “ – შატილში დაღუპული ხატია ზაალიშვილის დეიდის ემოციური წერილი

გარდაიცვალა მიკროავტობუსის მძღოლიც.

მომხდარი ტრაგედიის გამო, მთავრობამ 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა.

 

 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

შატილის ავარიისას დაშავებულები აპარატიდან მოხსნილი არიან

189
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული