Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
110

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბრაზილიაში იმყოფება. 

სერგეი ლავროვის ბრაზილიაში ვიზიტი 17 აპრილს დაიწყო. რუსი პოლიტიკოსი ბრაზილიელ პოლიტიკოსებს ხვდება.

მედიის ყურადღება მიიპყრო ლავროვის ჩაცმის სტილმა, რითაც ის ბრაზილიაში ვიზიტის პირველ დღეს გამოჩნდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სპორტულ სამოსში იყო გამოწყობილი, რის გამოც ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ბაძავს.

 

 

„ევრაზია ჯგუფის“ დამფუძნებელი, იან ბრემენი ლავროვის ფოტოს სოციალურ ქსელში აზიარებს და წერს:

„ყველაფერს აკეთებს ზელენსკიზე შთაბეჭდილების მოსახდენად“, – წერს იუმორით ბრემენი.

სერგეი ლავროვმა უკვე გამართა შეხვედრა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაურო ვიეირასთან:

 

 

შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ „რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სერგეი ლავროვის შეხვედრა ბრაზილიის პრეზიდენტთან, ლუის ინასიო ლულა და სილვასთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

სერგეი ლავროვი ბრაზილიაში სპორტულ სამოსში გამოწყობილი ჩავიდა – „ყველაფერის აკეთებს, რომ ზელენსკიზე შთაბეჭდილება მოახდინოს“

110
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
110
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული