Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
39

საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრო.

შეხვედრაზე საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა განიხილეს, ასევე სფეროში მომუშავე კომპანიების წინაშე მდგარი პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებებზე ისაუბრეს.

შეხვედრას ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო  და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და „ოუფენ ნეტის“ დირექტორი ნინო ქუბინიძე ესწრებოდნენ.

ტელეკომუნიკაციების  სფეროში ასეთი სახის ღონისძიება პირველად ჩატარდა, სადაც ყველა ოპერატორს საშუალება მიეცა დაეფიქსირებინა საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და რეკომენდაციები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, უწყებას ასეთი სახის სამუშაო შეხვედრების გამართვა დაგეგმილი აქვს პერმანენტულად, რათა მაქსიმალურად გაზიარებული იქნეს სატელეკომუნიკაციო სფეროში მომუშავე კომპანიების ინტერესები და ხედვები, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს სფეროს შემდგომ განვითარებას.

 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

სატელეკომუნიკაციო ბაზრის მდგომარეობა ამ სფეროს წარმომადგენლებმა განიხილეს

39
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
39
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული