Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
53

ფინანსთა მინისტრი განმარტებას აკეთებს, თუ რას ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესთან მიმართებით ახალი რეგულაციების შემოტანა. როგორც ლაშა ხუციშვილი ამბობს, სათამაშო ბიზნესთან მიმართებით გარკვეული რეგულაციები შემოსავლებს შეამცირებს, თუმცა, საგადასახადო პოლიტიკა ამ საკითხს დააბალანსებს.

„დაბეგვრის მექანიზმი გაურკვეველი ვერ იქნება კომპანიებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ოპერირებენ ეს კომპანიები. საუბარი მაქვს იმ ჯგუფზე, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს, ეს დაბეგვრის მექანიზმი ყველა ქვეყანაში არის ერთნაირი. ეს არის ე.წ. ჯიჯიარის დაბეგვრა. შინაარსობრივად ეს არის მიღებულ ფსონსა და გაცემულ მოგებას შორის ყოველთვიურად გაანგარიშებული ე.წ ჯიჯიარის დაბეგვრა. მაგალითისთვის, თუ კონრეტულ სათამაშოს ობიექტს მთლიანი შემოსავალი თვის განმავლობაში 100 ლარი ჰქონდა და ამ 100 ლარის შემოსავლიდან მან გასცა, დაახლოებით, 30 ლარის მოგება, გამოდის, რომ 70 ლარი არის ე.წ. სხვაობა. შესაბამისად, 70 ლარის 10%-ს, ანუ 7 ლარს გადაიხდის კონკრეტული თვის მომდევნო თვეში ბიუჯეტში, კონკრეტული ოპერატორი. ეს 10%-იანი განაკვეთი არ არის უმაღლესი, რომელიც ბევრ ქვეყანაში გვხვდება. არის ქვეყნების გარკვეული რაოდენობა, სადაც 10%-ზე მაღალი არის ეს განაკვეთი. შესაბამისად, ამ მიმართულებით არ მგონია, ისეთი ნორმა შემოდის, რომ კომპანიები ამ ტვირთს ვერ აიღებენ“,- განაცხადა ხუციშვილმა.

ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიცირება ამ კვირაში მოხდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

სათამაშო ბიზნესთან მიმართებით გარკვეული რეგულაციები შემოსავლებს შეამცირებს – ფინანსთა მინისტრი

53
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
53
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული