რუსთავის საქალაქო სასამართლომ 9 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე გაათავისუფლა.
ინფორმაცია ამის შესახებ „ფორტუნას“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაუდასტურეს.
[related_news id=”896011″ align=”left”]
ბავშვის მამინაცვლის მამის მიმართ სასამართლომ არათუ პატიმრობა, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოც არ გამოიყენა. საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, დააკავეს 60 წლამდე მამაკაცი, რომელიც თავისი შვილის 9 წლის გერზე ფიზიკურად ძალადობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება ოჯახში ძალადობის, 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო.