Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
126

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

სხდომაზე, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა წარადგინა, ერთმანეთს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრ ხატია დეკანოიძე დაუპირისპირდნენ.

სხდომაზე დეკანოიძე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელიც მან რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით გააკეთა.

ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება „ჩაუშვა“, რომ ფრენებთან დაკავშირებით მასთან პირდაპირი მოლაპარაკებები ჰქონდათ.

„ჩემი კითხვა ეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის პროგრამის შეწყვეტას. ზოგ საკითხში ტექნიკური პარამეტრებით საუბრობთ, ზოგზე პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლებით, მაგრამ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. წაგიკითხავთ ლავროვის ბოლო განცხადებას, „როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, ჩვენ შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე“. რუსეთის ხელისუფლება პირდაპირ საუბრობს თქვენს ხელისუფლებასთან, როდესაც ამას ვამტკიცებთ, თქვენ ამბობთ, რომ ეს ტყუილია. ამ ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ იყო მიმართული“, – თქვა დეკანოიძემ.

საპასუხოდ, მიხეილ სარჯველაძემ ხატია დეკანოიძეს საუბარი შეაწყვეტინა და უთხრა, რომ მისი კითხვა უადგილოა, მისივე თქმით, „რასაც დეკანოიძე აკეთებს –  ხულიგნობაა და სასაცილოდ გამოიყურება“.

„კითხვა იმიტომ შემაწყვეტინეთ, რომ ლავროვის განცხადება არ მოგეწონათ“, – თქვა დეკანოიძემ.

სარჯველაძემ კი თქვა, რომ ლავროვი ოპოზიციას „პადაჩებს“ აწვდის:

„გადროვეთ, მიუხედავად იმისა, რომ უადგილოდ დასმული კითხვაა, საკუთარ თავს ამხელთ. აღმოჩნდება ხოლმე, რომ თქვენ და ლავროვი ერთი და იმავეს საუბრობს. უნისონშია თქვენი და ლავროვის განცხადება. ეს პროექტი პოზიტიური ცვლილებაა და გინდათ, რომ საზოგადოების ყურადღება სრულიად სხვა საკითხზე გადაიტანოთ. ლავროვი „პადაჩებს“ გაწვდით. სადაც გიჭირთ დასაბუთებაში, ყველგან ლავროვი გეხმარებათ“, – მიმართა სარჯველაძემ დეკანოიძეს.

ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, როდესაც მათ დაინახეს, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია, ისინი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე შეთანხმდნენ.

„თუ თქვენი მიზანია მოხვიდეთ და აქ რაღაც შოუ დადგათ, არ გამოგივათ“ – სიტყვიერი შელაპარაკება განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

სარჯველაძე დეკანოიძეს: „რასაც აკეთებთ, ხულიგნობაა, ლავროვი „პადაჩებს“ გაწვდით, სადაც გიჭირთ, ყველგან გეხმარებათ“ 

126
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
126
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული