Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
327

სამშობლოს მოღალატე და ნაძირალა – ასე უწოდა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილ პოლკოვნიკს, სერგეი სკრიპალს. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის ენერგეტიკული კვირეულის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„რაც შეეხება სკრიპალებს, ხდება ამ მორიგი ჯაშუშური სკანდალის ხელოვნურად გაზვიადება. ვათვალიერებ ზოგიერთ საინფორმაციო წყაროს, თქვენი კოლეგები ავრცელებენ მოსაზრებას, რომ ბატონი სკრიპალი თითქმის უფლებადამცველია. ის უბრალოდ ჯაშუშია, სამშობლოს მოღალატე. გესმით, არსებობს ასეთი ცნება -სამშობლოს მოღალატე,“ – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რაც უფრო მალე დასრულდება სკრიპალთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია, მით უკეთესია. მისი თქმით, სპეცსამსახურებს შორის დაპირისპირება ახალი ამბავი არ არის.

„როგორც იცით, ჯაშუშობა და პროსტიტუცია – მსოფლიოში უძველესი პროფესიებია,“ – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი, სერგეი სკრიპალი დ მისი შვილი ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მარტში მოწამლეს. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

სამშობლოს მოღალატე და ნაძირალა – პუტინი სკრიპალზე

327
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
327
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული