Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
221

სამეგრელოში გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარია ათეულობით ჰექტარი თხილნარი, სასოფლო-სამეურნეო კულტურები და წიწვოვანი ხეები.მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში რამდენიმე ლოკაციაზე ცეცხლის ჩაქრობა წუხელ გვიან ღამით მეხანძრე-მაშველებმა და ადგილობრივებმა შეძლეს.

ყველაზე ბოლოს ხანძარი წალენჯიხისა და ზუგდიდის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ გაჩნდა. ხანძარს მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ.

გვიან ღამით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი გურიიდან სამეგრელოში გადავიდნენ გაჩენილ ხანძრებზე სიტუაციის ადგილზე შესასწავლად.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ქვეყნის მასშტაბით გახშირებული ხანძრების მიზეზად დაუდევრობას ასახელებს.

უწყების ცნობით, ღია კერები აღარაა და ნახანძრალის დამუშავება მიმდინარეობს: გურიაში – ვაკიჯვარში. რაჭაში – კრიხში;

ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარაა: კახეთში – სოფელ გომბორთან. ქვემო-ქართლში – თეთრიწყაროში. გურიაში: გომსა და მამათში;

აქტიური კერებია: იმერეთში – ხონსა და ტყიბულში. სამეგრელოში – ეწერში;

მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ტყის ხანძრებზე მობილიზებულია 1500 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო სპეც ტექნიკა. სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც გურიასა და რაჭაში მუშაობენ. მათ ჯამში 200-მდე გაფრენა განახორციელეს.

https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/489109031770577/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

სამეგრელოში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია (ვიდეო)

221
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
221
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული