„გეოპოლიტიკური მიზეზით მოგვცენ თუ არა სტატუსი, ამას რომ ზელენსკის დაეკითხებიან, ვინც ვერ ხვდება-ბრიყვია,“ – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, ევროპაში ზელენსკის სიტყვას დიდი წონა აქვს.
„ევროპაში ზელენსკის ერთ სიტყვას რომ მეტი წონა აქვს, ვიდრე ერთად გადადნობილ ქართულ ოცნებას, ბიძინიანად, ამას უნდა ხვდებოდეს, წესით.
ევროკავშირის მოთხოვნებს არ ასრულებენ, გეოპოლოტოკური მოსაზრებით ეგება გავძვრეთო-ზოგს მაინც ეიმედება კანდიდატის სტატუსის მიღება.
გეოპოლიტიკური მიზეზით მოგვცენ თუ არა სტატუსი, ამას რომ ზელენსკის დაეკითხებიან, ვინც ვერ ხვდება-ბრიყვია.
და თუ ბრიყვი არ ხარ, ეს გესმის და მაინც აგინებ იმ კაცს, მაშინ რატომ გწყინს ‘რუსულ ოცნებას’ რომ გეძახიან?“ – წერს სალომე სამადაშვილი.