“ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ შეწყალების წესში ცვლილება ნიშნავს, რომ პრეზიდენტი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, რაც, მისი შეფასებით, სამარცხვინოა.
[related_news id=”276742″ align=”left”]სალომე ზურაბიშვილმა სჯობს ლობიო ჭამოს, ვიდრე რაღაც ინიციატივებით გამოვიდეს, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ თვითონ არის ქმედუუნარო, პრეზიდენტის ფუნქციას ვერ ასრულებს და რაღაცები უნდა შეიზღუდოს მის ფუნქციაში. ეს არის სამარცხვინო და ამას სჯობს დაწეროს განცხადება და გადადგეს, წავიდეს სახლში”, – განაცხადა ვაშაძემ.
რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა.
ამავე განცხადებით, შეწყალებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და დარგის სპეციალისტებთან.