Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
477

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. [related_news id=”246332″ align=”left”]

„მინდა მივმართო საზოგადოებას, რადგან მესმის მისი წუხილი. ეს ჩემი წუხილიცაა, როცა შფოთავენ რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებაზე. ამიტომაც გამოვედი აქ. შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია – ვინმეს გამართლება. არც რევიზიაა რომელიმე სასამართლოსი. ეს არის სუბიექტური, პერსონალური გადაწყვეტილება, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის გარემოებების, მოცემულობების შეფასება. ამიტომაც წინათაც ვთქვი, რომ ინიციატივა მაქვს – წესები, რაც შეწყალებას ეხება, გადაიხედოს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაცია იყო. ჩემი ვერსიაც გადაეცემა თავმჯდომარეს და მომავალი კვირიდან სამუშაო ჯგუფი შედგება, რომელიც ჩამოაყალიბებს იმ წესებს, რაც შეშფოთებას აღარ გამოიწვევს. ასევე, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. ეს არის პრეზიდენტის სრული უფლება. მერე ვნახოთ როგორ იქნება, ან ჩემ დროს, ან შემდეგი პრეზიდენტის დროს,“ – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ბრიფინგი ამ წუთებში იმართება და პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებული პირების თემას ეხება.  [related_news id=”246104″ align=”left”]

ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტ ზურაბიშვილს 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულების შეწყალებასთან, კონკრეტულად კი რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ.

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირებიდან სამი მკვლელობისთვისაა გასამართლებული, ერთ-ერთი კი ამ დრომდე იძებნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა – “შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია”

477
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
477
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული